კომაროვის ონლაინ სკოლა
- 03 სექტემბერი, 2025
კომაროვის სკოლა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „კომაროვის ონლაინ სკოლა“
· კომაროვის ონლაინ სკოლა საშუალებას გაძლევს დაზოგო დრო და სახლიდან გაუსვლელად მიიღო ხარისხიანი განათლება
· შეიყვარო ფიზიკა და მათემატიკა კომაროვის პროფესიონალი გუნდის დახმარებით
· აირჩიო შენზე მორგებული გრაფიკი
· მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
· მიიღო საბაზისო ცოდნა და მიღებული გამოცდილება გამოიყენო დამოუკიდებლი განვითარებისთვის
· იყო თავდაჯერებული და თამამად დაგეგმო შენი მომავალი
· შეგიძლია აირჩიო მხოლოდ ფიზიკის ან მათემატიკის კურსი (ან ორივე ერთად)
· იყავი გამორჩეული და მოიპოვე საქართველოს ბანკის დაფინანსება
· სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებ სერტიფიკატს
ინფორმაცია რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ
როგორ უნდა გაიარო რეგისტრაცია?
კომაროვის ონლაინ სკოლაში მოხვედრას შეძლებ:
· თუ ხარ მე-7, მე-8 ან მე-9 კლასის მოსაწვლე და დაინტერესებული ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ორივე საგნის შესწავლით.
· თუ ხარ მე-10 ან მე-11 კლასელი და დაინტერესებული ხარ ფიზიკის აბიტურით (სრული სააბიტურიენტო კურსით)
· იმყოფები ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა კარგად იცი ქართული ენა
ონლაინ რეგისტრაციის გავლიდან 3-5 დღეში გამოგეგზავნებათ საფასურის გადახდის შესახებ დეტალები, გადახდის მაქსიმალური ვადის მითითებით.
როგორია სასწავლო პროცესი?
· კომაროვის ონლაინ სკოლაში სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად იყოფა, თითოეული ტრიმესტრი 12 კვირა გრძელდება, შეიცავს 24 სასწავლო დღეს (ფიზიკა 48 გაკვეთილი, ფიზიკის პრეაბიტური 72 გაკვეთილი, მათემატიკა 72 გაკვეთილი)
· პროექტში სწავლა იწყება 1 ოქტომბრიდან
· გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, საიდანაც აირჩევ შენთვის მისაღებ დროს
· ყოველ ტრიმესტრში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ორი სადიაგნოსტიკო შეფასება, რომელთა შედეგების ანალიზით გაიზომება მოსწავლის აკადემიური მოსწრება
· მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
· შესაბამისი კურსის არჩევის შემთხვევაში მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შემოთავაზებული განრიგიდან ერთ - ერთი (ჯგუფების შევსების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში დაემატოს განსხვავებული შესაძლებლობებიც):
სწავლის საფასური:
ერთი ტრიმესტრი: 24 სასწავლო დღის (48 გაკვეთილი) სწავლის საფასური შეადგენს 480 ლარს
24 სასწავლო დღის (72 გაკვეთილი) სწავლის საფასური შეადგენს 720 ლარს
ფიზიკა:
VII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
VIII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
IX კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
პრეაბიტური. ორშაბათი-ხუთშაბათი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)
მათემატიკა:
VII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 15.30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
VIII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
IX კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
გაკვეთილები ტარდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფოსტაზე Online.School@komarovi.edu.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558964060
558968030